ცოტა ხნის წინ გამოცემა „Esquire“-ს ჟურნალისტი ცნობილ მსახიობს, 44 წლის კამერონ დიასს ესაუბრა. დიალოგი საკმაოდ „გულახდილი“ გამოვიდა.
„ჩემს ცხოვრებაში პირველად ვარ ასეთი მშვიდი და ბედნიერი. ასაკი მემატება _ ეს საუკეთესო გამოცდილებაა ჩემს ცხოვრებაში. ვგრძნობ, რომ გავიზარდე და ბევრად მეტი რამ შემიძლია. აღმოჩნდა, რომ თავს 40 წლის ასაკში უფრო კარგად ვგრძნობ, ვიდრე 25 წლის ასაკში ვგრძნობდი“.
„ქორწინება არის ის, რასაც მე ვერ აღვწერ. ქორწინება არ მინდოდა 20 და 30 წლის ასაკში“.
„გვერდით მინდა ძლიერი მამაკაცი, რომელსაც შეუძლია ჩემი დაცვა და ჩემზე ზრუნვა“.
„არ მჭირდება შვილები იმისთვის, რომ ცხოვრებაში თავი უფრო მყარად ვიგრძნო, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე ისინი არ მინდა. ნებისმიერ შემთხვევაში ჯერ არ ვარ ასაკით იმხელა, რომ არ შემეძლოს ბავშვის გაჩენა, ასე, რომ ჯერ კიდევ შემიძლია გავხდე დედა. ამისთვის კი, თავს ნამდვილად მზად ვთვლი…“