"ბლოკი შეიქმნა დაგვიანებით და უნდა აღინიშნოს, რომ ის მოლოდინი, რაც გვქონდა, ვერ გამართლდა", _ ამის შესახებ “ახალი მემარჯვენეების” ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა კაციტაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მამუკა კაციტაძის თქმით, საარჩევნო ბლოკი ინსტრუმენტია არჩევნებისთვის, რის საჭიროებასაც ის დღეს ვერ ხედავს.
„ბლოკი შეიქმნა დაგვიანებით და უნდა აღინიშნოს, რომ ის მოლოდინი, რაც გვქონდა, ვერ გამართლდა. საერთოდ, ბლოკი იქმნება საარჩევნოდ. ჩატარდა არჩევნები, ჩატარდა მეორე ტურიც, მე არჩევნების შემდეგ პირველ ბრიფინგს ვატარებ დღეს. დღეს ჩვენ ბლოკში ყოფნის აუცილებლობას ვეღარ ვხედავ, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბლოკში შემავალ პარტიებთან ურთიერთობას ვწყვეტთ.
როგორც კაციტაძემ აღნიშნა, „ახალი მემარჯვენეებისთვის“ პოლიტიკური ცხოვრება ძველსა და ახალ პარტნიორებთან ერთად გრძელდება,