ამ დროის მონაცემებით, აშშ-ში პრეზიდენტობის „რესპუბლიკელი“ კანდიდატი დონალდ ტრამპი ლიდერობს. არსებული ინფორმაცით, დათვლლია ბიულეტენების 99%. რომლის დათვლის შემდეგ ცნობილი ხდება, რომ ტრამპი იმარჯვებს ფლორიდას შტატში, რომელსაც არჩევნებში საკვანძო მნიშვნელობა აქვს.
ტრამპი ლიდერობს ჩრდილოეთ კაროლინას შტატშიც, რაც ამომრჩეველთა კოლეგიაში 15 ხმას უზრუნველყოფს.
რაც შეეხება პრეზიდენტობის „დემოკრატ“ კანდიდატ ჰილარი კლინტონს, ბოლო მონაცემებით, ის იმარჯვებს კალიფორნიის შტატში და ჰავაიში.