ლანჩხუთში, ყოფილი „კოლხიდმშენის“ ტერიტორიაზე, სადაც ამჟამად ჩინური კომპანიის „სინოჰიდროს“ სათაო ოფისია განთავსებული, ერთ-ერთი შენობის სახურავზე რამდენიმე წუთის წინ ხანძარი გაჩნდა.
როგორც ადგილზე მისულებს გვითხრეს, შენობის სახურავზე მუშები „გუდრონს“ ასხამდნენ, რა დროსაც ცეცხლი გაჩნდა. შემთხვევის ადგილზე გამოძახებული იყო სახანძრო-სამაშველო სამასხურის წარმომადგენლები.
ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა და ხანძრის ლოკალიზებაც დროულად მოხდა.