ბრიტანული გამოცემის "Mirror" ცნობით, ცნობილმა ამერიკელმა მოკრივე მაიკ ტაისონმა განაცხადა, რომ სურს შექსპირის პიესის მიხედვით ოტელოს როლი შეასრულოს.
ტაისონის თქმით, ის ჯერ არაა მზად თეატრალურ სცენაზე გამოსაჩენად და ამიტომ ჯერ სატელევიზიო დადმგაში მონაწილეობა სურს.
„ძალიან მინდა შექსპირის ეკრანიზაციაში ვითამაშო. არ ვიცი ზუსტად რა როლს ვითამაშებდი, მაგრამ საინტერესო იქნებოდა ოტელოს როლი.
განა ეს მშვენიერი არაა _ ითამაშო შექსპირის ეკრანიზაციაში? ეს შავი ბიჭი… შეგიძლიათ, წარმომიდგინოთ როგორც ოტელო?“ _ განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარისას მაიკ ტაისონმა.