"დონალდ ტრამპის გამარჯვება საპრეზიდენტო არჩევნებში ამერიკის შეერთებულ შტატებს არასაიმედო მომავალში ძირავს" ამ სათაურით სტატიას THE GUARDIAN აქვეყნებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს დონალდ ტრამპის ამომრჩევლები ტრამპ თაუერში, ხოლო ჰილარი კლინტონის მომხრეები მანჰეტენზე ელოდებოდნენ.
როგორც ცნობილია, რესპუბლიკური პარტიის კანდიდატმა ერთ-ერთ ყველაზე წარმოუდგენელ გამარჯვებას მიაღწია თანამედროვე ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში, ექსტრემალური პოლიტიკის, რასისტული ჩანაწერების, სექსისტური ქცევის და პოლიტიკური გამოცდილების ნაკლებობის ფონზე, რამაც ამერიკელი ამომრჩევლების ნაწილში აღშფოთება გამოიწვია და მსოფლიო პოლიტიკა ბუნდოვანი გახადა.
ტრამპის განცხადებით, შედეგების გამოცხადების შემდეგ ჰილარი კლინტონმა მას გამარჯვება მიულოცა.
"ეს არის დრო როცა ჩვენ უნდა გავერთიანდეთ. ჩვენი მიწის ყველა მოქალაქეს გპირდებით, რომ ვიქნები ყველა ამერიკელის პრეზიდენტი. ეს იყო გრძელი ღამე და ხანგრძლივი კამპანია. ჩვენ შეგვიძლია ცოტა კიდევ მოვიცადოთ ვიდრე ყველა ხმა არ დაითვლება, ასე რომ მეტი განცხადების გაკეთებას ჯერ არ ვაპირებთ,"_განაცხადა ტრამპმა.
ამ დროისთვის გავრცელებული ინფორმაციით, 46 შტატის მონაცემებით ,538 ამომრჩეველთა კოლეგიიდან დონალდ ტრამპს 278, ხოლო ჰილარი კლინტონს 218 ამომრჩეველთა კოლეგია უჭერს მხარს.
ამავე თემაზე:
აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა
"ქალები _ მათ ისე უნდა მოექცე, როგორც მძ…ერს" _ დონალდ ტრამპის სკანდალური გამონათქვამები