ევროკავშირის პრეზიდენტმა დონალტ ტუსკმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან კლოდ იანკერმა დონალდ ტრამპს არჩევნებში გამარჯვება წერილობით მიულოცეს.
აღნიშნული წერილი ევროსაბჭოს ვებ-გვერდზე ვრცელდება, რომლის თარგმანსაც "გურია ნიუსი" გთავაზობთ:
"გულწრფელად გილოცავთ ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩევას.
ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობა ჩვენს საერთო ღირებულებებს, თავისუფლებას, ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და საბაზრო ეკონომიკას ეფუძნება. წლების განმავლობაში ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენი მოქალაქეების, მთელი მსოფლიოს მოსახლეობის კეთილდღეობისა და მშვიდობის უზრუნველსაყოფად ერთად მუშაობდა.
დღეს ტრანსატლანტიკური ურთიერთობების გაძლიერება უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ოდესმე, ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს მხოლოდ მჭიდრო ურთიერთობის გაგრძელება შეუძლიათ, როდესაც საქმე ეხება ისეთ უპრეცედენტო გამოწვევებს, როგორიცაა დაეში, უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საფრთხე, კლიმატის ცვლილება და მიგრაცია.
საბედნიეროდ, ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობა ფართო და ღრმაა. ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის მიზანია ენერგეტიკული უსაფრთხოების ზრდა და კლიმატის ცვლილებები, გარდა ამისა, ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების თანამშრომლობა ევროპის აღმოსავლეთ და სამხრეთ უბნებში უსაფრთხოების თვალსაზრისით საფრთხის წინაშე დგას.ჩვენ უნდა უზრუნველყოთ, რომ კავშირები იყოს უფრო ძლიერი და გამძლე.
უნდა მოვახდინოთ იმ ხიდების კონსოლიდაცია, რომლებსაც ატლანტიკის ირგვლივ ვაშენებთ. ევროპელებს სჯერათ, რომ ამერიკა რომლის დემოკრატიული იდეალები ყოველთვის იმედის მომცემია მთელი მსოფლიოს მასშტაბით, გააგრძელებს მოკავშირეებთან და მეგობრებთან პარტნიორობას და ინვესტირებას, რომ დაეხმაროს ჩვენს მოქალაქეებს და ადამიანებს მსოფლიოში.
გეპატიჟებით ევროპაში ევროკავშირისა და აშშ-ს სამიტზე, სადაც განვიხილავთ ჩვენს ურთიერთობებს მომავალი 4 წლის განმავლობაში,"_წერია წერილში.