პლასტიკურ ქირურგებს თუ დავუჯერებთ, ქალები ოცნებობენ ისეთ ხელებზე, როგორც აშშ-ს პირველ ლედის აქვს.
პლასტიკურ ქირურგიაში ყველაზე პოპულარული კვლავ მკერდის გადიდება და ნაოჭების გასწორებაა, თუმცა გამოჩნდა ახალი ტრენდიც – ბრაჰიოპლასტიკა, ანუ ხელის კანის დაჭიმვა და ხელის ზედა ნაწილში ზედმეტი ცხიმების მოცილება. გასულ წელს აღნიშნული პროცედურა 15 ათასმა პაციენტმა ჩაიტარა, რომელთაგან 98% მანდილოსნები იყვნენ.
როგორც აღმოჩნდა, პაციენტები მოითხოვენ ქირურგებმა მათი ხელები დაამსგავსონ ჯენიფერ ენისტონის, დემი მურის და კელი რიპას ხელებს, თუმცა სპეციალისტების თქმით, ამ მხრივ, უპირობო ლიდერი მიშელ ობამს ხელებია.