სარფში მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტში ”სარფი“, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს (184,74 გრ.) ნაკეთობები აღმოაჩინეს.
”საქონლის საბაჟო ღირებულებამ 10,868.25 ლარი შეადგინა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა 10,868.25 ლარის ოდენობით შეეფარდა”, _აცხადებენ უწყებაში.