თბილისის 56-ე საბავშვო ბაგა-ბაღში აღმზრდელებმა, პროგრამის ფარგლებში ქორწილის ინსენირება მოაწყვეს. ამის შესახებ ერთ-ერთი აღსაზრდელის ნათესავმა ფეისბუქის გვერდზე დაპოსტა.
"არ შემიძლია არ მოგიყვეთ. ხვალ, ჩემ ბიძაშვილის შვილს,რომელიც ოთხი წლის არის, ქორწილი აქვს. დიახ ქორწილი. საბავშვო ბაღის მასწავლებელმა, არგუმენტად გვაჩვენა პროგრამა ბაღის აღსაზრდელებისთვის, სადაც არის ასეთი პუნქტი: "ოჯახი და ტრადიციები", ქვეპუნქტი: "ქორწილი". ამ ქვეპუნქტის მიხედვით, ბიჭებმა უნდა აირჩიონ გოგონები, რომელზეც სურთ დაქორწინება. მშობლებს დაავალეს მიიტანონ ტკბილეული.
გოგონებს ჩააცვან კაბები, ფატებს თვითონ საბავშვო ბაღი უზრუნველყოფს. არ ვიცი როგორ წყვილდებიან იმ შემთხვევაში, თუ ბიჭების და გოგონების რაოდენობა თანაბარი არ არის (ნუ ეს იმიტომ, რომ ტრადიციებს აწვებიან). ამასობაში, დემეს, თათულის უმცროს დეიდაშვილს აქვს შეკითხვა: "ჯვარისწერა იქნება?" უფროსი დეიდაშვილი აცხადებს, რომ ქორწილს სიძის ოჯახი კისრულობს. ასეა თუ ისე, ხვალ, თათულის ქორწილი აქვს!" – წერს ინტერნეტმომხმარებელი.
მოგვიანებით ერთ-ერთი აღსაზრდელის მშობელმა ცერემონიალის ამსახველი ვიდეო მასალაც გაავრცელა:
"მიულოცეთ, აკოცეთ ერთმანეთს" _ ამ და სხვა ტექსტებით პროცესში აქტიურად არიან აღმზრდელები.