ნინო წილოსანმა, რომელიც რამდენიმე დღეში, მეცხრე მოწვევის პარლამენტის პირველივე სხდომაზე ოფიციალურად მიიღებს ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მაჟორიტარი დეპუტატის სტატუსს, ბიუროს წევრების შესარჩევად კონკურსი უკვე გამოაცხადა.
კონკურსში მონაწილეობისთვის მხოლოდ აპლიკაციის ფორმის შევსებაა საჭირო, რომელიც წილოსანის ოფიციალურ გვერდზეა განთავსებული.
"18 ნოემბერს სრულდება განცხადებების მიღება, რის შემდეგაც ჩატარდება გასაუბრება შერჩეულ კანდიდატებთან. უმნიშვნელოვანესია, რომ ჩვენს გუნდში ისეთმა ადამიანებმა იმუშაონ, რომლებიც რეგიონში ჩემი არყოფნის დროს ყველა საჭირო ინფორმაციას მომაწვდიან და ჩვენს მოქალაქეებს სათანადო დახმარებას გაუწევენ" _ აღნიშნულია წილოსანის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც წილოსანმა "გურია ნიუსთან" საუბრისას აღნიშნა, დეპუტატის ბიურო ლანჩხუთში განთავსდება, თუმცა, აუცილებლად ეყოლება წარმომადგენელი ჩოხატაურში.