მაია ღლონტი, მამუკა ლომინაძე და ნატო კოსტავა – ეს სამი ადამიანი მელექედურის სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრები არიან და ისინი მოწმეებად დაიკითხეს.
როგორც მოგეხსენებათ, 4 აპრილს მელექედურის საჯარო სკოლაში ერთი სხდომის ორი ოქმი დაიწერა. თუ პირველ ოქმში სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე არ აწერდა ხელს, მეორე ოქმში მისი ხელმოწერაა. ასევე, პირველ ოქმში თოხაძემ არ დაუჭირა მხარი ნათელა თოხაძის გათავისუფლებას, მეორე ოქმით საწინააღმდეგოდ გააკეთა.
რაც შეეხება სასამართლოს სხდომას, სამეურვეო საბჭოს წევრებმა, რომლებიც დღეს დაიკითხნენ, სასამართლო პროცესზე განაცხადეს, რომ მათ მეორე ოქმზე ხელი არ მოუწერიათ და არც ის იციან თუ სად დაიწერა მეორე ოქმი.
ამ პროცესზე უკვე დასრულდა მოწმეების დაკითხვა, შემდეგი პროცესი კი 12 ივლისს ჩატარდება.