პაატა ღვინიაშვილმა სოფიაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე სამბოში ოქროს მედალი მოიპოვა, _ ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს სამბოს ეროვნულმა ფედერაციამ საკუთარ გვერდზე გაავრცელა.
„დიდი სიხარული მოჰგვარა სამბოს ქართველ ქომაგებს საქართველოს ნაკრების წევრმა, ქარელელმა პაატა ღვინიაშვილმა, რომელმაც სოფიაში მიმდინარე მსოფლიოს პირველობაზე ყველა შეხვედრა აღმავლობით ჩაატარა და დამაჯერებლად მოიპოვა გამარჯვება. არის! _ მსოფლიოს ჩემპიონის ოქროს მედალი!“ _ წერს საქართველოს სამბოს ეროვნული ფედერაცია.