ისრაელში მიმდინარე 23 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის დღევანდელ ტურში, საქართველოს სახელით 4 წონით კატეგორიაში ექვსი ძიუდოისტი იასპარეზებს.
მათ შორის ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი, სამგზის ევროპისა და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ახალგაზრდებში ბექა ღვინიაშვილია.
შეგახსენებთ, რომ შარშან დეკემბრის შემდეგ, ბექა ზედა წონაში, -100 კგ-ში ასპარეზობდა, რადგან რიოს ოლიმპიურ თამაშებში მიეღო მონაწილეობა, მას შემდეგ კი ღვინიაშვილს თავის ჩვეულ წონაში -90-კგ-ში დღეს პირველად ვიხილავთ. ამავე წონაში ვნახავთ, კიდევ ერთ გამოცდილ ძიუდოისტ უშანგი მარგიანს.
-81 კგ-ში ლევან გუგავასა და კობა მჭედლიშვილს, -100 კგ-ში ლაშა ტაველურს, ხოლო +100: გურამ თუშიშვილს.