სიბერის პრობლემებზე მომუშავე აშშ-ს ნაციონალური ინსტიტუტის მეცნიერთა კვლევებით დადგინდა, რომ შიმშილი არამარტო გახდომის ეფექტური საშუალებაა, არამედ იგი ადამიანის გონებრივ შესაძლებლობებს ზრდის და ორჯერ ახანგრძლივებს სიცოცხლეს. მეცნიერთა თქმით, საგრძნობი შედეგის მისაღებად რეკომენდებულია ,,განტვირთვის დღეები": პირველ დღეს მკაცრი დიეტა და მომდევნო დღეს _ ნორმალურად კვება.
მსგავსი ექსპერიმენტი თაგვებზე ჩააატარეს. ცხოველები განსაზღვრული დროის მანძილზე მინიმალური კალორიის შემცველი საკვებით იკვებებოდნენ. შედეგად, მათ სხვა თაგვებზე ორჯერ დიდხანს იცხოვრეს. ამასთან, დადგინდა, რომ მოშიმშილე თაგვების ტვინი უკეთესად მუშაობდა.
მსგავსი ტესტი ადამიანებზეც ჩაატარეს. მეცნიერების დასკვნით, ბრეგისეული ,,განტვირთვის დღეები’’ გულსისხლძარღვთა სისტემის მუშაობას აუმჯობესებს და ტვინს ასაკობრივი ავადმყოფობებისგან იცავს.
აღსანიშნავია ისიც, რომ ადამიანმა მკაცრ დიეტას სიმსივნესთან საბრძოლველადაც შეიძლება მიმართოს, რადგან იგი ქიმიოთერაპიის ეფექტურობას ზრდის.