რამდენიმე დღის წინ ქალაქ ოზურგეთში ქურდობა მოხდა. “გურია ნიუსის“ წყაროს ინფორმაციით, კიღურაძეების ოჯახიდან გატანილია დიდი რაოდენობის თანხა და ოქროულობა.
"ჩვენ არაფერი არ ვიცით, არ ვსუაბრობთ მაგ თემაზე, გამოძიება დაადგენს ყველაფერს“, _ უთხრა “გურია ნიუსს“ ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა.
აღნიშნული ფაქტი, იმ დროს მოხდა, როცა ოჯახი შვილიშვილის ქორწილს რესორანში ზეიმობდა. დაზარალებულის მეზობლების ამბობენ, რომ ოჯახიდან წაღებულია, დაახლოებით, 2500 ლარი და ძვირფასი ნივთები, ოქროულობა, რასთან დაკავშირებითაც სამართალდამცავებს, თითქმის მთელი “ზვანის“ ბიჭები ჰყავთ დაკითხვაზე დაბარებული. შსს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ საქმეზე გამოძიება დაწყებულია სსკ 177 მუხლით. მათივე თქმით, მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედები