"ახლა არ არის დრო, ეჭვქვეშ დავაყენოთ ევროპასა და ამერიკას შორის პარტნიორობის ფასეულობა. აშშ-მ ნატოზე უარი თქვას და ევროპელი მოკავშირეები უსაფრთხოების გამოწვევების პირისპირ დატოვოს ", _ ნათქვამია ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის სტატიაში, რომელიც „გარდიანში“ გამოქვეყნდა.
როგორც სტოლტენბერგი აღნიშნავს, ახლა იმის დრო არ არის, რომ აშშ-მა ნატოზე უარი თქვას და ევროპელი მოკავშირეები უსაფრთხოების გამოწვევების პირისპირ დატოვოს
„ჩვენ ისტორიის განმავლობაში ჩვენი თაობის უდიდეს გამოწვევებს ვაწყდებით. ახლა არ არის დრო, ეჭვქვეშ დავაყენოთ ევროპასა და ამერიკას შორის პარტნიორობის ფასეულობა. 67 წლის განმავლობაში ეს პარტნიორობა იყო ევროპაში მშვიდობის, თავისუფლებისა და აყვავების საფუძველი. ამან შეგვაძლებინა წარმატებით შეგვეკავებინა საბჭოთა კავშირი და ბოლომდე მიგვეყვანა ცივი ომი“, _ აღნიშნულია სტოლტენბერგის წერილში.
როგორც სტოლტენბრგი წერს, ერთადერთი, როდესაც ნატომ თავდაცვისთვის ერთ-ერთ წევრზე თავდასხმისას საკუთარი მდგომარეობა გამოიყენა, იყო 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტი და ეს იყო „უფრო მეტი, ვიდრე სიმბოლო“.
მისივე თქმით, მარტო ყოფნა არ არის ევროპისა და ამერიკის ვაინტი, ამიტომ საჭიროა ურთიერთობის გაღრმავებაზე ფიქრი.
„ამ მღვრიე პერიოდში გვჭირდება ძლიერი ამერიკული ლიდერობა და გვინდა, რომ ევროპელებმა თავისი წილი პასუხისმგებლობა იტვირთონ. ყველაზე მეტად კი გვჭირდება ევროპასა და ამერიკას შორის პარტნიორობის დაფასების აღიარება. უთანხმოებათა გაღრმავების ნაცვლად, უნდა განვავითაროთ ის, რაც გვაერთიანებს და გამოვნახოთ გონიერება და შორსმჭვრეტელობა, რომ ერთად ვიმუშაოთ. მარტო ყოფნა არ არის ევროპისა და ამერიკის ვარიანტი“, – ხაზს უსვამს ნატოს გენერალური მდივანი.