ქუთაისის აეროპორტში დაკავებულ ახალგაზრდებს შორის ერთ-ერთი მოძრაობა "თეთრი ხმაურის" აქტივისტი _ ქეთა გაბუნიაა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ორგანიზაცია ავრცელებს.
"დღეს, რამდენიმე საათის წინ, ქუთაისის აეროპორტში საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ პოლიციამ დააკავა ჩვენი ერთ-ერთი აქტივისტი – ქეთა გაბუნია და მისი თანხმლები პირები (ერთ-ერთი ღამის კლუბის თანამშრომლები). პოლიციელებმა განუცხადეს, რომ ჰქონდათ ოპერატიული ინფორმაცია, რის საფუძველზეც უნდა განეხორციელებინათ ჩხრეკა. მას შემდეგ, რაც ჩხრეკამ მათთვის სასურველი შედეგი არ გამოიღო, გადაიყვანეს ქუთაისში ტომოგრაფიის გადასაღებად. ამ მომენტისთვის აღარ გვაქვს შესაძლებლობა, დაკავებულებთან ვაწარმოოთ კომუნიკაცია. ვცდილობთ სიტუაციაში გარკვევას.
ქეთამ შეძლო ეს-ესაა დაკავშირება ჩვენთან და გვითხრა, რომ მიმდინარეობს დაკავებულების ტომოგრაფიული შემოწმების პროცედურა", _ წერია განცხადებაში.
ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სამართალდამცავები ოპერაციას ატარებენ.
არსებული ინფორმაციით, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, ქუთაისის აეროპორტში რამდენიმე ახალგაზრდა ქალი დააკავეს.