„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე სოფო კილაძის კანდიდატურას წარადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად პარტია ავრცელებს.
კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე იქნება გედევან ფოფხაძე, მოადგილე კი – რატი იონათამიშვილი.
რაც შეეხება სპორტისა და ახალგაზადულ საქმეთა საპარლამენტო კომიტეტს, თავმჯდომარის თანამდებობაზე მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურა იქნება წარდგენილი. პირველი მოადგილის თანამდებობაზე შოთა ხაბარელი, მოადგილის თანამდებობაზე კი ბიძინა გეგიძის კანდიდატურების წარდგენა იგეგმება.