კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერის ბიძინა ივანიშვილის დაყადაღებულ ქონებაზე დღეს, აუქციონი გამოცხადდა.
გამოუჩნდა თუ არა მყიდველი “ქართუ ჯგუფის” ქონებას და რა მოხდება პირველივე აუქციონის ჩატარების შემდეგ? ვინ იქნება ის “პოდსტავნოე ლიცო”, რომელიც თავის თავზე აიღებს ამ საქმეს?
სანდრო ბარამიძე: “ეს ყველაფერი ძალიან ფორმალური ხასიათისაა. აქ შეიძლება რამდენიმე სახის სცენარი გათამაშდეს: 1. შეიძლება არ გამოჩნდეს მყიდველი. 2. შეიძლება გამოჩნდეს მყიდველი რომელიც არ გადაიხდის ფასს. 3. შეიძლება ნატურით გადავიდეს სახელმწიფოს საკუთრებაში. 4. ან შეიძლება მოძებნონ ვინმე “პოდსტავნოე ლიცო”, რომელიც ფორმალურად, თითქოს მყიდველ იქნება, სინამდვილეში კი ამის უკან მაინც სახელმწიფო იდგება.
ვარიანტი ბევრია. ფაქტი ერთია, რომ ამით უნდათ “ქართუ ბანკის” აქციონერებისთვის აქციების ჩამორთმევა და შემდგომში ამით კონტროლის დაწესება “ქართუ ბანკზე”. სავსებით ცალსახაა ეს მიზანი, რა მნიშვნელობა აქვს, რომელი სცენარი გათამაშდება?
_ ქიბარ ხალვაშის ქონება როცა გაიტანეს აუქციონზე, მას საკმაოდ დიდი ხანი არ გამოუჩნდა მყიდველი…
_ დიდი ხანი აღარ დაჭირდებათ, იმიტომ რომ კანონში შეტანილია ცვლილება, თუ მყიდველი არ გამოჩნდება პირველივე აუცქიონის შემდეგ, შეიძლება ნატურით გადავიდეს სახელმწიფოს ხელში.