გაგრძელება იქნება _ აქცია კონცერტი გორისმუნიციპალიტეტის სოფელი ფლავისმანში, საოკუპაციო ხაზთან 50 მეტრში 22 ნოემბერს, 14 საათზე გაიმართება.
კონცერტში, რომლის ორგანიზატორები ლევან და გიორგი სუხიტაშვილები არიან მონაწილეობენ: გიორგი სუხიტაშვილი ცოცხალ ბენდ ''13, ანუ უშაქრო'' -სთან ერთად, ოთო ნემსაძე, ანრი ჯოხაძე, გიორგი ნადიბაიძე, ნინი ბადურაშვილი.
ღონისძიებას ლევან სუხიტაშვილი წარუძღვება, რომელიც ყველას მოუწოდებს ჩაერთონ აქციაში:
_ყველა ქართველ ხელოვანს მოვუწოდებთ შემოგვიერთდნენ. აქციის ფარგლებში ვგეგმავთ ადგილობრივი, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის სურსათის შეგროვებას (სოფელში სულ 126 კომლია), რომელიც ორგანიზებულად დაურიგდებათ კონცერტის მსვლელობის დროს.
შემოწირულობას ვიღებთ როგორც მოქალაქეებისგან, ასევე კომპანიებისგან, რომელთა გვერდში დგომის დიდი იმედი გვაქვს. ყველას ვთხოვთ მხარში ამოვუდგეთ საოკუპაციო ზოლში მცხოვრებ ადამიანებს, _ აღნიშნა ლევან სუხიტაშვილმა.
ღონისძიება გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით იმართება.