გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16 – 17 ნოემბერს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება.
მათივე ინფორმაციით, 16-17 ნოემბერს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე მოსალონდელია წვიმა, მთაში თოვლი, შესაძლებელია ზოგან ძლიერი.
ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს და +7, +12° იქნება.
18 – 20 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს, ჰაერის ტემპერატურა 4 – 6° – ით მოიმატებს. აღმოსავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცივი და ზოგან ნალექიანი ამინდი, ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს და +3, + 8° იქნება.