თავად ნიკოლაიშვილი გავრცელებულ ინფორმაციას ჭორს უწოდებს და ამბობს, რომ მაჟორიტარობას არ აპირებს:
_ ეს მხოლოდ ჭორია. მსგავსი არაფერი მსმენია და მაჟორიტარობასაც არ ვაპირებ. მაჟორიტარად თუ მის გარეშე, მე სულ გურიაში და გურულების გვერდით ვარ. ეს გადამწყვეტი ფაქტორი არ იქნება იმისთვის, რომ გურიისთვის კარგი საქმეები ვაკეთო. თუმცა, კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ ოზურგეთში და გურიის სხვა მუნიციპალიტეტებში, ჩემი კანდიდატურა არ განიხილება, _ აღნიშნა “გურია ნიუსთან” საუბრისას რამაზ ნიკოლაიშვილმა.