ავსტრალიელი მეცნიერები ბიონიკური თვალის შექმნაზე მუშაობენ, რომელიც ბრმებს მხედველობას დაუბრუნებს.
„Monash Vision Group“-ის სპეციალისტთა თქმით, მათი იმპლანტანტი იქნება მსოფლიოში პირველი მოწყობილობა, რომელიც მიკროჩიპის უშუალოდ ტვინში მოთავსებას გულისხმობს. ამასთან, ოპერაციის შემდეგ ადამიანმა სპეციალური კამერიანი სათვალე უნდა ატაროს, რომელიც თვალის ბადურას ცვლის. ჯიბის პროცესორი მიღებულ გამოსახულებებს ელექტრონული სიგნალების სახით ტვინში მდებარე ჩიპს გადასცემს. ამ პროცესის შედეგად, მხედველობადაკარგული ადამიანი რეალობის ამსახველ შავ-თეთრ გამოსახულებას ხედავს.
სპეციალისტები ხაზს უსვამენ იმ ფაქტს, რომ იმპლანტანტი ეფექტურია მხოლოდ ტრავმის შედეგად დაკარგული მხედველობის შემთხვევაში.
კიდევ ერთი მეცნიერთა ჯგუფი – „Bionic Vision Australia“ სხვა ტიპის თვალის იმპლანტანტზე მუშაობს. მას უშუალოდ თვალში ათავსებენ. ეს მიდგომა ხანდაზმულ ხალხზეა გათვლილი, რომლებსაც მხედველობა ასაკის მატებასთან ერთად დააკლდათ. მოწყობილობის საცდელი ტესტირება მომავალ წელს იგეგმება.