საქართველოსა და ნატო-ს ერთობლივი სამხედრო წრთვნები რეგიონის სიმშვიდესა და სტაბილურობას საფრთხეს უქმნის. აღნიშნულ ინფორმაციას ARMENPRESS რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
"ჩვენ ვაპირებთ ყურადღება გავამახვილოთ საქართველოსა და ნატო-ს რეგულარულ ერთობლივ წვრთნებზე, რომელშიც 13 ქვეყნის 250-ზე მეტი სამხედრო მონაწილეობს, რადგან რუსეთი მსგავს ქმედებებს რეგიონის სტაბილურობის და მშვიდობისთვის სერიოზულ საფრთხედ აღიქვამს,"_ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მსგავსი ქმედებები ხელს უშლის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას.