,,ქართული ოცნების” წევრის, კობა ნარჩემაშვილის განცხადებას, რომ ნარკოტიკების მომხმარებელი უნდა ისჯებოდეს, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე თინა ხიდაშელი პასუხობს.
,,ნეტავ თუ შეიძლება ამაზე მეტად თქვა _ 1. გაგებაში არ ხარ ნარკოპოლიტიკის; 2. გაგებაში არ ხარ სახელმწიფოს როლის; 3. გაგებაში არ ხარ საკუთარ ქვეყანაში სისტემის ძალადობის ხარისხის; 4. რეპრესიული სისტემის აპოლოგეტი ხარ; 5. იმ სისტემის შვილი და მადლიერი ხარ ამ საქმით მილიონებს რომ შოულობს და ახალგაზრდებს აშანტაჟებს.
კიდევ ერთხელ ვულოცავ ქართულ ოცნებას ამ ფასდაუდებელ შენაძენს", _ წერს ხიდაშელი.