,,გიგის ვუსურვებ, რომ გამოვიდეს ციხიდან, მე საფრანგეთში ვუთხარი, რომ არ წახვიდე, თორემ ჩაგსვამენ, _ ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა ,,არჩევანში“ საუბრისას განაცხადა. როგორც ექსპრეზიდენტმა აღნიშნა, უგულავა სრულიად უდანაშაულოდ იხდის სასჯელს.
"სრულიად უსამართლოდ ზის, ისევე, როგორც სხვა ჩვენი პოლიტპატიმრები. ძალიან რთულია, ყველა პატივსაცემია, მაგრამ ბევრად მეტი ჩვენი აქტივისტი იყო რთულ სიტუაციაში და ეს ხალხი ჩვენ არ უნდა მივატოვოთ. მათ არ აქვთ შემოსავლის წყარო, არ აქვთ საშუალება უცხოეთში წასვლის და ამიტომ ახლა უნდა მოხდეს მობილიზება პარტიული რესურსის, ახლა არ არის დრო საქმეების რჩევის. უნდა დავორგანიზდეთ, ახალი ხალხი ამოვწიოთ“, _ განახადა სააკაშვილმა.