ამერიკის შეერთებულ შტატებში ამომრჩეველთა ხმების დათვლის პროცესი ისევ გრძელდება. აღნიშნულ ინფორმაციას TIME ავრცელებს.
ამ დროისთვის გავრცელებული ინფორმაციით, ჰილარი კლინტონს მოსახლეობის 61 964 263 ხმა, ხოლო დონალდ ტრამპს 60 961 967 ხმა აქვს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ ტვიტერში განაცხადა, რომ ის განსხვავებულ კამპანიას აწარმოებს, თუ არჩევნების შედეგებს ამომრჩევლების ხმები გადაწყვეტს და არა ამომრჩეველთა კოლეგიის ხმები, ხოლო ახალი კამპანიის შემთხვევაში გამარჯვება უფრო გაუადვილდება.
მაგრამ TIME-ის ინფორმაციით, დემოკრატიული პარტიის წევრების ნაწილს განსხვავებული მოსაზრება აქვთ.
როგორც გასულ კვირას სენატორმა ჰარი რეიდმა განაცხადა, „ტრამპი სექსუალური მტაცებელია, რომელმაც ამომრჩევლების ხმები დაკარგა და კამპანია ფანატიზმით და სიძულვილით გაამწვავა.
ამავე თემაზე:
„ტრამპის გამარჯვება ამერიკის შეერთებულ შტატებს არასაიმედო მომავალს უქადის“ _THE GUARDIAN