უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატმა ვადიმ რაბინოვიჩმა უკრაინის გენერალურ პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს თხოვნით მიმართა, განიხილონ ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირების საკითხი. აღნიშნული განცხადება სახალხო დეპუტატმა ТСН-თან ინტერვიუში გააკეთა.
რაბინოვიჩმა თვლის, რომ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა კანონდარღვევით მიენიჭა და მან მოითხოვა საკითხის კანონიერად გადაწყვეტა.
"ვინაიდან სააკაშვილისთვის მოქალაქეობის მიცემისას დარღვეული იყო უკრაინის კანონები, მე მოვითხოვე ამ საკითხის კანონის სიბრტყეში დაბრუნება. გარდა ამისა, ჩვენ საქართველოსთან დადებული გვაქვს ხელშეკრულება საერთაშორისო დამნაშავეების გაცემაზე. მოდით არ დავარღვიოთ ეს შეთანხმება, ერთი კაცის გამო არ წავეჩხუბოთ საქართველოს და გადავცეთ ის “, _ განაცხადა ვადიმ რაბინოვიჩმა.