ჩვენი წყაროს ინფორმციით, ორშაბათს, 14 ნოემბერს, ქალაქ ოზურგეთში, წულუკიძის ქუჩაზე მცხოვრებ დ.გ.-ს საღამოს ათი საათისთვის თავს დაესხნენ და მძიმედ დაჭრეს.
_ სახლში იყო, დაუძახეს, ეზოში გავიდა და იქვე დაჭრეს, _ გვითხრეს დაზარალებულის ახლობლებმა.
მათივე ინფორმაციით დ.გ. ორივე ბარძაყის არეშია დაჭრილი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
შსს პრესსამსახურის ინფორმაციით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.