საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის თარიღი ცნობილია. პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განკარგულებით, სხდომა ხვალ, 12:00 საათზე გაიმართება.
"საქართველოს კონსტიტუციის 51-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართოს 2016 წლის 18 ნოემბერს, 12:00 საათზე", _ აღნიშნულია პრეზიდენტის განკარგულებაში.
აღსანიშნავია, რომ პარლამენტის პირველ სხდომაზე აირჩევენ პარლამენტის თავმჯდომარეს, სპიკერებს, კომიტეტების თავმჯდომარეებს, უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერებს.