საქართველოში არამდგრადი ამინდი მომავალი დღეების განმავლობაშიც შენარჩუნდება.
როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოში აცხადებენ, ხვალ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ნალექია მოსალოდნელი, მთაში და მაღალმთაში თოვლის სახით.
ბარში ჰაერი 8-დან 10 გრადუსამდე გათბება, მაღალ მთაში მოსალოდნელია ყინვა.
დასავლეთ საქართველოსი 19 ნოემბრიდან გამოიდარებს და ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს, გაძლიერდება აღმოსავლეთის მიმართულების ქარი.
23 ნოემბრიდან ამინდი კვლავ გაუარესდება, აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დაეცემა და გაძლიერდება ყინვა.