საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის გახსნისას დეპუტატებსა და საზოგადოებას რამდენიმე ახალი ინიციატივით მიმართავს და პარლამენტთან თანამშრომლობის ახალ ფორმატზე ისაუბრებს.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა საპარლამენტო, ყოველწლიური მიმართვებისგან თვისობრივად განსხვავებული იქნება.
„პირველ სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტი რამდენიმე ინიციატივაზე და საქართველოს პარლამენტთან თანაშმრომლობის ახალ ფორმატზე ისაუბრებს", _ განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.