BBC-ის ინფორმაციით, ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლინას ლინკევიციუსი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა შესაძლებელია, დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტებამდე ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის გამოცდა გადაწყვიტოს.
ლინკევიციუსი ასევე აღნიშნავს, რომ მას ძალიან ეშინია სირიის ქალაქ ალეპოში შექმნილი ვითარების, ისევე როგორც, ბალტიისპირეთში.
მაუწყებლის ცნობით, ლიტვას სჯერავს, რომ მის ბნელ აზრებს რუსეთის ზრახვებთან დაკავშირებით ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა და ისტორია ამართლებს.
როგორც ცნობილია, ლიტვა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ არის ნატო-ს და ასევე ევროკავშირის წევრი, გარდა ამისა, მას სახმელეთო საზღვარი აქვს რუსეთთან.
მაუწყებლის ინფორმაციით, ლიტვის დედაქალაქ ვილნიუსში გაჩნდა ნახატი, სადაც ტრამპი და პუტინი ერთმანეთთან ახლოს არიან გამოსახულები, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლება არ იმჩნევს, მაგრამ იზიარებს მხატვრის შეხედულებასა და შეშფოთებას.
გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყანაში შიშს იწვევს ის, რომ ამერიკის შეერთებლი შტატები მოწადინებულია იხილოს რუსეთი, როგორც პოტენციური პარტნიორი, რომელსაც აღმოსავლეთ ევროპაში არსებულ ხედვებს გაუზიარებს, მაგრამ მოსკოვი ძლიერ სამხედრო საფრთხეს წარმოადგენს.
როგორც ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი BBC-ისთან საუბარში აღნიშნავს, რუსეთი არ არის ზესახელმწიფო, ის დიდი პრობლემაა.
მაუწყებლის ინფორმაციით კი, რუსეთში აცხადებენ, რომ რეგიონში დაძაბულობის არსებობაზე პასუხისმგებელი ჩრდილო ატლანტიკური ალიანსია და ნატო-ს სასწავლო სამხედრო წრთვნები რუსეთის საზღვრებთან ქვეყნისთვის საფრთხეს წარმოადგენს.































































