"თქვენ აქ მუდმივად საუბრობდით 9 წელზე, გაგახარებთ და გეტყვით, რომ ის 9 წელი უკვე წარსულია, ახლა კი საუბარი მოგიწევთ განვლილ 4 წელზე, როცა თქვენ იყავით ხელისუფლებაში", _ ასე მიმართა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა, სერგი კაპანაძემ საპარლამენტო უმრავლესობას.
კაპანაძის განცხადებით, ის და მისი თანაგუნდელები პარლამენტში იბრძოლებენ არამხოლოდ თავიანთი მხარდასაჭერების ინტერესების გატარებისთვის, არამედ "ქართული ოცნების" მხარდამჭრთა პრობლემების გასაჟღერებლადაც.
"მადლობა მინდა გადავუხადო იმ ნახევარ მილიონ ადამიანს, რომელმაც მხარი დაგვიჭირა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ აქ, ამ დარბაზში მათი ინტერესები დავიცვათ. ასევე, გავახმოვანებთ იმ ადამიანების ძირითად პრობლემებზე ყურადღებას, რომლებმაც თქვენ ("ოცნებას") დაგიჭირათ მხარი, ვინაიდან ჩანს, რომ თქვენ ამას არ აპირებთ.
უვკე გამოჩნდა, რომ ერთადერთი, რაც თქვენ გაწუხებთ თქვენ მიმართ მწვავე კრიტიკაა. დიახ, ნამდვილად ასე იქნება, რადგან ჩვენ არ დაგაშვებინებთ იმ შეცდომებს, რომელიც 4 წლის მანძილზე საკმარისად დაუშვით."