პარლამენტმა ფარული კენჭისყრით ვიცე-სპიკერები აირჩია.
მეცხრე მოწვევის პარლამენტის ვიცე-სპიკერები იქნებიან: გიორგი ვოლსკი (129 – მომხრე, 3 – წინააღმდეგი); ზვიად ძიძიგური (129 – მომხრე, 2 – წინააღმდეგი); ილია ნაკაშიძე (131 ხმით, ერთხმად); ირმა ინაშვილი (106 – მომხრე, 24 – წინააღმდეგი); სერგი კაპანაძე (94 – მომხრე, 15 – წინააღმდეგი).
მანამდე პარლამენტმა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე თამარ ჩუგოშვილი დაამტკიცა (120 – მომხრე, 2 – წინააღმდეგი).
ამ დროისთვის პარლამენტის სხდომაზე კვლავ შესვენებაა გამოცხადებული. დროებითი სამანდატო კომისია კომიტეტებში ფრაქციათა კვოტების განსაზღვრის საკითხზე მსჯელობს. ამის შემდეგ მოხდება კომიტეტების ფორმირება და კომიტეტის თავმჯდომარეების არჩევა.