აღნიშნულ დღეს, ორი შეიარაღებული პირი თავს დაესხა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაფარცხმაში მცხოვრებ თამაზ ტრაპაიძის ოჯახს, საიდანაც 2 400 ლარი გაიტაცეს.
როგორც გავიგეთ, ამ საქმეზე სამი პიროვნება დააკავეს, რომელთაგან ერთი, ჩაისუბნის პენსიების დამტარებლის ძარცვისთვის უკვე სასჯელს იხდის.
არაოფიციალური ინფორმაციით, სამივე მათგანმა დანაშაული აღიარა. როგორ ირკვევა, ორი მათგანი უშუალოდ მონაწილეობდა ტრაპაიძის დაყაჩაღებაში, ხოლო მესამე _ მათ გარეთ ელოდებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ საქმეში სამივე პირის აღიარებითი ჩვენება დევს. წყაროს ინფორმაციით, ბრალდება შეთითხნილია და დაკავებულებს დანაშაულის აღიარება აიძულეს. მეორე წყარო იუწყება, რომ ერთ-ერთ მათგანს გარკვეული სახის მტკიცებულებები და იარაღი სამართალდამცავებმა სახლის ჩხრეკის დროს ჩაუდეს.
ჩოხატაურის პოლიციის სამმართველოში ამ ფაქტზე კომენტარს არ აკეთებენ. როგორც ყოველთვის, კომენტარს არც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური აკეთებს.