https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    რამდენი ადამიანია საქართველოში უგზო-უკვლოდ დაკარგული

    იური ლომაძე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ალბანეთის სარეიტინგო სერიების ბრინჯაოს პრიზიორია!

    ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დირექტორი დააკავეს

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “ყველაფერი თავზე დაამხო, გატლეკილი და გაფარჩაკებული დატოვა…” – რას წერს გია ხუხაშვილი?

    „ამნეზია კი არ მაქვს, დებო და ძმებო, მოთმინება და საღი აზრი მაქვს“ – ნიკა გვარამია

    ესაა, გული ამოგაგლიჯოს ვიღაცამ” – მაჩალიკაშვილი

    “მომიტევეთ, ბ–ნო ბიძინა, ერთი შენიშვნა უნდა შემოგბედოთ” – ჯანგირაშვილი

    “დაქირავებული მოზარეები” – გვარამია “ოცნების” სამძიმრის წერილზე

    “აიათოლას დაღუპვაზე უფრო მეტად, მოსკოვური ელიტა, დუბაის ცათამბჯენების დაბომბვამ დაზაფრა!” – კოტე კემულარია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დიდი ბრიტანეთი: კვიპროსში ტერორისტული თავდასხმები არ არის გამორიცხული

    “კუბა დაეცემა” – ტრამპი

    ნახიჩევანზე ირანული დრონებით თავდასხმის გამო, აზერბაიჯანმა ქვეყნის სამხრეთით საჰაერო სივრცე დროებით დახურა

    ისრაელი აცხადებს, რომ ირანთან ომის „შემდეგ ფაზაში“ გადადის

    დონალდ ტრამპი ირანში სახმელეთო შეჭრაზე – ეს დროის ფუჭად კარგვაა – მათ დაკარგეს ყველაფერი, რისი დაკარგვაც შეეძლოთ

    ბელარუსმა 15 პოლიტიკური პატიმარი გაათავისუფლა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    რამდენი ადამიანია საქართველოში უგზო-უკვლოდ დაკარგული

    იური ლომაძე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ალბანეთის სარეიტინგო სერიების ბრინჯაოს პრიზიორია!

    ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დირექტორი დააკავეს

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “ყველაფერი თავზე დაამხო, გატლეკილი და გაფარჩაკებული დატოვა…” – რას წერს გია ხუხაშვილი?

    „ამნეზია კი არ მაქვს, დებო და ძმებო, მოთმინება და საღი აზრი მაქვს“ – ნიკა გვარამია

    ესაა, გული ამოგაგლიჯოს ვიღაცამ” – მაჩალიკაშვილი

    “მომიტევეთ, ბ–ნო ბიძინა, ერთი შენიშვნა უნდა შემოგბედოთ” – ჯანგირაშვილი

    “დაქირავებული მოზარეები” – გვარამია “ოცნების” სამძიმრის წერილზე

    “აიათოლას დაღუპვაზე უფრო მეტად, მოსკოვური ელიტა, დუბაის ცათამბჯენების დაბომბვამ დაზაფრა!” – კოტე კემულარია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დიდი ბრიტანეთი: კვიპროსში ტერორისტული თავდასხმები არ არის გამორიცხული

    “კუბა დაეცემა” – ტრამპი

    ნახიჩევანზე ირანული დრონებით თავდასხმის გამო, აზერბაიჯანმა ქვეყნის სამხრეთით საჰაერო სივრცე დროებით დახურა

    ისრაელი აცხადებს, რომ ირანთან ომის „შემდეგ ფაზაში“ გადადის

    დონალდ ტრამპი ირანში სახმელეთო შეჭრაზე – ეს დროის ფუჭად კარგვაა – მათ დაკარგეს ყველაფერი, რისი დაკარგვაც შეეძლოთ

    ბელარუსმა 15 პოლიტიკური პატიმარი გაათავისუფლა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

რა ვალდებულებები შეასრულა და რა – არა საქართველომ ევროკავშირთან

20:11; 18.11.2016
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

მართლმსაჯულება, კორუფცია, წამება, არაადამიანური მოპყრობა და არჩევნები – ეს ის ძირითადი საკითხებია, რომელიც ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებით საქართველოს ნაკისრი ვალდებულებების ჩამონათვალშია.

ფონდმა “ღია საზოგადოება – საქართველომ” ამ მიმართულებებით სახელმწიფოს მხრიდან გადადგმულ ნაბიჯები შეაფასა. პოლიტიკის დოკუმენტების წარდგენის მიზანი იმ თემების წამოწევა იყო, რაც ასოცირების ხელშეკრულების შესრულების პროცესში დაუყოვნებლივ რეაგირებას საჭიროებს.

როგორც ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველოს” დირექტორმა ქეთი ხუციშვილმა დღეს გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, “ყველა ამ მიმართულებით გარკვეული რეფორმები გატარდა საქართველოში და მართლაც გათვალისწინებული იქნა ძირითადი ასოცირების ხელშეკრულების ძირითადი რეკომენდაციები, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები კვლავ გადასადგმელია“.
მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია პროკურატურის რეფორმა. თუმცა, უზრუნველყოფილი უნდა იყოს პროკურატურის მეტი დამოუკიდებლობა.
“სერიოზული პრობლემა არის პროკურატურის დამოუკიდებლობის და მისი ფორმირების წესების თვალსაზრისით. ასევე იმ თვალსაზრისით, რომ დღესაც არ მოხდა ისეთი საგამოძიებო მექანიზმის შემუშავება, რომელიც შემდგომში წამების სრულ აღმოფხვრას შეუწყობს ხელს“, _ განაცხადა ქეთი ხუციშვილმა.
დოკუმენტები საქართველოს “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის,” “ციხის საერთაშორისო რეფორმის” და “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიერ მომზადდა. ორგანიზაციების წარმომადგენლებმა კი ქვეყნის ძირითად გამოწვევებსა და სავალდებულოდ შესასრულებელ საკითხებზე ისაურეს.

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა – პრობლემები და რეკომენდაციები

“2004 წლის შემდეგ საქართველომ საგრძნობ წინსვლას მიაღწია კორუფციასთან ბრძოლის საქმეში და აღმოფხვრა მექრთამეობა საჯარო სერვისებში. მაგრამ კვლავ პრობლემაა კორუფციის სხვა, უფრო კომპლექსური სახეების აღმოფხვრა და ანტიკორუფციული წესებისა და რეგულაციების პრაქტიკაში თანმიმდევრული გამოყენების უზრუნველყოფა, უმეტესად იმის გამო, რომ მათ აღსრულებაზე პასუხისმგებელი უწყებები ან სუსტია და ან არ არსებობს“, _ ეს მცირე ამონარიდია პოლიტიკის იმ დოკუმენტიდან, რომელიც დღეს შეხვედრაზე ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” წარმომადგენელმა ერეკლე ურუშაძემ წარადგინა. როგორც ურუშაძემ აღნიშნა, ქვეყნის პრობლემად კვლავ რჩება საჯარო სექტორში ეთიკის წესების დამკვიდრება და მოხელეების მიერ მისი დაცვა, ასევე ინტერესთა შეუთავსებლობის შესახებ კანონის დარღვევა.

მისი თქმით, ორგანიზაციის რეკომენდაციაა მოხდეს საჯარო სექტორში კორუფციის რისკების იდენტიფიცირება; გაკეთდეს პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის განმარტებები ეთიკის ნორმებისა და ანტიკორუფციული კანონმდებლობის დარღვევის თავიდან ასაცილებლად და ჩატარდეს საჯარო მოხელეებისთვის სპეციალური ტრენინგ კურსები.

მტკიცებულებების მოპოვებისა და შენახვის ნაკლოვანი პრაქტიკაზე  ისაუბრა “ციხის საერთაშორისო რეფორმის”  წარმომადგენელმა ცირა ჭანტურიამ.

მისი თქმით,  სასტიკ მოპყრობასა და წამებასთან ბრძოლის კუთხით ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთ-ერთი ვალდებულებაა სასჯელაღსრულების სისტემაში, პოლიციაში, სამხედრო თუ სხვა დახურულ დაწესებულებებში წამებასთან და სასტიკ მოპყრობასთან დაკავშირებით წაყენებული ბრალდებების სიღრმისეული, გამჭვირვალე და დამოუკიდებელი გამოძიების უზრუნველყოფა.

თუმცა, მისივე თქმით, წამებისა და არადაამიანური მოპყრობის თაობაზე საჩივრების გამოძიების ეფექტიანობას ხელს უშლის საჭირო მტკიცებულებების მოპოვებისა და შენახვის ნაკლოვანი პრაქტიკა. კერძოდ, სამედიცინო და სხვა სახის მტკიცებულებების მოპოვების პრაქტიკა არ აკმაყოფილებს სტანდარტებს და ვერ ახერხებს, უზრუნველყოს მონაცემები, რომლებიც მოგვიანებით გამოძიებამ შეიძლება გამოიყენოს.

“წამებისა და არასათანადო მოპყრობის სხვა ფაქტების ეფექტიანი გამოძიების ერთ–ერთი წინაპირობაა პატიმართა დაზიანებების სათანადოდ დოკუმენტირება, ვინაიდან ეს უზრუნველყოფს მტკიცებულებებს საგამოძიებო სამსახურებისათვის. დოკუმენტირების შემდგომ უნდა მოხდეს ამ მონაცემების გადაცემა შესაბამისი სამართალდამცველი ორგანოებისათვის, მაგალითად, საქართველოში მთავარი პროკურატურისათვის, რაც ახლა არ ხდება.  პროკურატურა ვერ იძიებს წამების დანაშაულებს, რადგან ახლა საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობს. გარდა ამისა, ამ საქმეების გამოუძიებლობის ერთ–ერთი მიზეზი ელექტრონული მეთვალყურეობის ჩანაწერების არასაკმაირი ვადით შენახვაა. ჩანაწერები მხოლოდ 24 საათით ინახება, შემდეგ კი იშლება, რაც საქმის ეფექტური გამოძიებისთვის საკმარისი არ არის“, _ აღნიშნა ჭანტურიამ.

პროკურატურის რეფორმა- ხარვეზები და რეკომენდაციები

პროკურატურაში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით ისაუბრა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელმა ეკა ციმაკურიძემ. მისი თქმით, რეფორმის განხორციელების მიუხედავად, პროკურატურის დეპოლიტიზირება ვერ მოხდა.

“2015 წლის ოქტომბერში განხორციელებული ცვლილებებით შეიცვალა მთავარი პროკურორის არჩევისა და თანამდებობიდან გადაყენების წესი. შერჩევის პროცესი უფრო ინკლუზიური გახდა. პირველად საქართველოში შეიქმნა დამოუკიდებელი კოლეგიური ორგანო _ საპროკურორო საბჭო, რომლის ამოცანაა პროკურატურის სისტემის დამოუკიდებლობის, გამჭვირვალობის და ეფექტიანი მუშაობის უზრუნველყოფა. საპროკურორო საბჭოს შექმნის ფაქტი დადებითად შეფასდა, თუმცა, როგორც ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ისე ვენეციის კომისიამ აღნიშნეს, რომ შემოთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებები ვერ უზრუნველყოფს საპროკურორო საბჭოს დამოუკიდებლობას და, შესაბამისად, პროკურატურის დეპოლიტიზირებას.

მოქმედი კანონმდებლობით, საბჭოს მინიჭებული აქვს ფუნქციები მხოლოდ მთავარ პროკურორთან და მის მოადგილესთან მიმართებაში. კანონმდებლობა არ ანიჭებს საპროკურორო საბჭოს უფლებამოსილებას, განიხილოს და მიიღოს გადაწყვეტილება პროკურატურის ორგანოებში დასაქმებულ სხვა პროკურორებთან დაკავშირებით. პროკურორების დანიშვნის, დისციპლინირების და თანამდებობიდან განთავისუფლების უფლებამოსილება რჩება მთავარი პროკურორის ხელში, იუსტიციის მინისტრის ხელმძღვანელობის ქვეშ“, _ აღნიშნა ციმაკურიძემ.

მისივე თქმით, გასაძლიერებელია საპროკურორო საბჭოს დამოუკიდებლობა რამდენიმე მიმართულებით უნდა განხორციელდეს. საპროკურორო საბჭოს არ უნდა ხელმძღვანელობდეს იუსტიციის მინისტრი, საბჭოს უნდა ჰქონდეს ფუნქციები არა მხოლოდ მთავარი პროკურორის, მისი მოადგილეების დანიშვნა-გათავისუფლების დროს, არამედ რიგითი პროკურორების დისციპლინირების ან  გათავისუფლების დროსაც.

“პროკურატურის სისტემა დღეს მკაცრად ცენტრალიზებულია, რაც არ იძლევა ინდივიდუალური  პროკურორის ნეიტრალურად მუშაობის საკანონმდებლო გარანტიებს. შესაბამისად, პრაქტიკაში მუდმივად არის კითხვის ნიშნები, რამდენად დამოუკიდებლად იღებენ  პროკურორები გადაწყვეტილებას კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყების, შეწყვეტის, დევნის წარმართვის თუ სხვა საკითხებზე. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დეცენტრალიზაციის მიზნით საბჭოს  ფუნქციები გაძლიერდეს. ზოგადად უნდა დაიწყოს მუშაობა და განისაზღვროს პროკურატურის კონსტიტუციური ადგილი, უნდა იყოს ის იუსტიციის სამინისტროს  დაქვემდებარებაში როგორც დღესაა, თუ ცალკე დამოუკიდებელი ორგანო უნდა იყოს“, _ აღნიშნა ციმაკურიძემ “გურია ნიუსთან” საუბრისას.

თუმცა. ციმაკურიძის ამ მოსაზრებას არ ეთანხმება მთავარი პროკურატურის წარმომადგენელი. შეხვედრისას სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის ევროინტეგრაციისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსმა ნიკოლოზ ჭინკორაშვილმა აღნიშნა, რომ პროკურატურის სტრატეგიის დოკუმენტი დასრულების ეტაპზეა, სადაც პროკურატურის დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის გაძლიერება ძირითადი მიმართულებაა.

“გარდა ამისა, გვაქვს 4 მიმართულება, რაზეც ამ დოკუმენტში მკაფიოდაა საუბარი. გაძლიერდება ინდივიდუალური პროკურორის დამოუკიდებლობა, ასევე პროკურორების დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხებიც”, _ აღნიშნა ჭინკორაშვილმა.

თუმცა, მოგვიანებით ჭინკორაშვილმა ჟურნალისტებთან აღარ განმარტა, რას გულისხმობს პროკურატურის მიერ შემუშავებული სტრატეგიული დოკუმენტი, ვინ შეიმუშავა ის, რამდენადაა გათვალისწინებული არასამთავრობო ორგანიზაციების შენიშვნები და როგორ აპირებს პროკურატურა ამ მიმართულებით მუშაობის გაგრძელებას. ჭინკორაშვილმა აღნიშნა, რომ მას დოკუმენტზე საუბრის უფლება არ ჰქონდა.

საიას იურისტი ეკა ციმაკურიძე კი ამბობს, რომ პროკურატურის სტრატეგიის დოკუმენტი გასაჯაროვებული არ ყოფილა და არც მისი შინაარსი იცის.

“თავისთავად  პრობლემაა ის, რომ ჩართულობა უზრუნველყოფილი არ არის. მით უმეტეს, როცა სტრატეგიულ დოკუმენტებზეა საუბარი აუცილებელია შემუშავების პროცესში იყოს  საზოგადოება ჩართული. არ არის საკმარისი დაიწეროს  პროექტი და თუნდაც შემდეგ მოგვეცეს შესაძლებლობა წარვადგინოთ ჩვენი მოსაზრებები, თუმცა ამ შემთხვევაში ესეც არ მომხდარა.

ზოგადად, საპროკურორო საბჭო  წარუდგენს რეკომენდაციებს პროკურატურას და მთავარ პროკურორს სისხლის სამართლის პოლიტიკასთან დაკავშირებით და ასევე  სხვადასხვა საკითხებზე, თუ როგორი უნდა იყოს  ერთგვაროვანი პრაქტიკა პროკურატურის სისტემაში.  ის, რასაც ჩვენ ვხედავთ და საიას აქვს სასამართლო მონიტორინგის ანგარიშები, აჩვენებს, რომ არაერთგვაროვანი  მიდგომა აქვთ პროკურორებს აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით. ერთიდაიგივე ფაქტობრივ სიტუაციაში ზოგჯერ ითხოვენ ძალიან მაღალ გირაოს, ზოგჯერ ძალიან დაბალს. ეს ძალიან დიდ კითხვის ნიშნებს აჩენს მიუკერძოებლობასთან და დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით.

დავინახეთ, რომ საპროკურორო საბჭოს ამ ერთი წლის განმავლობაში რაც ის არსებობს, არცერთი რეკომენდაცია  მთავარი პროკურორისთვის წარდგენილი არა აქვს; არც მის ანგარიშთან დაკავშირებით, რომელიც მოისმინა; არადა, მისი რეაქცია ანგარიშის მოსმენის შემდეგ რეკომენდაციებით მიმართვა უნდა იყოს. სულ სამჯერ  შეიკრიბა საპროკურორო საბჭო – ერთხელ გაესაუბრა  მთავარი  პროკურორობის კანდიდატებს, მეორედ აირჩია მთავარი პროკურორი და მესამედ მისი პირველი ანგარიში როცა მოისმინა. თუმცა, არც კონკრეტული კითხვები, არც რეკომენდაციები, წარდგენილი არ ყოფილა. არც მისი მეორე მნიშვნელოვანი ფუნქციის – ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოსაყალიბებლად გაეკეთებინა რამე, არ შეუსრულებია. ამის მიზეზი მისი  ინსტიტუციური სისუსტეცაა, რომ მას იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს. ვიდრე საპროკურორო საბჭო დამოუკიდებელი არ გახდება, მისი ეფექტურობის იმედი არ გვაქვს“, _ აღნიშნა ციმაკურიძემ “გურია ნიუსთან” საუბრისას.

საუბნო საარჩევნო კომისიების შემადგენლობასთან დაკავშირებული გამოწვევებზე ისაუბრა ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების” წარმომადგენელმა ელენე ნიჟარაძემ.

მისი თქმით, საუბნო საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების მიმართულებით  რეფორმა არ განხორციელებულა, მიუხედავად იმისა, რომ ამის მოთხოვნა როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებს, ასევე პოლიტიკურ პარტიებსაც ჰქონდათ.

როგორც ნიჟარაძემ შეხვედრისას აღნიშნა, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში საარჩევნო ადმინისტრაციის ძირითადი კრიტიკა საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებას შეეხებოდა.

მისი თქმით, გამოითქვა ეჭვი, რომ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა შერჩევა გამჭვირვალედ და ობიექტურად არ ხდებოდა, ასევე საუბრობდნენ, რომ კანდიდატები კვალიფიკაციისა და გამოცდილების ნაცვლად პოლიტიკური კუთვნილების ნიშნით ირჩეოდნენ.

“საარჩევნო ადმინისტრაციის წინაშე მდგომი მთავარი გამოწვევაა საუბნო საარჩევნო კომისიების პროფესიონალ წევრთა შერჩევაში პოლიტიკური პარტიების ჩარევისა და მათი მხრიდან ზემოქმედების შესახებ ეჭვების გაფანტვა. ეს მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ საზოგადოება ენდობოდეს საარჩევნო ადმინისტრაციას, რაც, თავის მხრივ, უშუალოდ არის დაკავშირებული არჩევნებისადმი საზოგადოების ნდობასთან. აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად და შერჩევის პროცესის გასამარტივებლად საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს უნდა მოეთხოვებოდეთ სერტიფიცირება საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეების სახით. საუბნო კომისიების წევრობაზე განცხადების შემომტანთა სერტიფიცირებისთვის აუცილებელი ტესტები ფოკუსირებული უნდა იყოს ძირითადად არჩევნების დღის პროცედურებზე. ცესკო–ში უნდა შეიქმნას და წარმოებდეს წარმატებული სერტიფიცირებული კანდიდატების ელექტრონულ მონაცემთა ბაზა. თითოეული არჩევნებისათვის, საუბნო საარჩევნო კომისიათა პროფესიონალი წევრები ამ მონაცემთა ბაზიდან შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე უნდა იქნენ შერჩეულები. მონაცემთა ბაზა უნდა იძლეოდეს შესაძლებლობას, რომ კანდიდატები მათი რეგიონების მიხედვით განაწილდნენ და კანდიდატი ერთი რეგიონიდან არ შეირჩეს სხვა რეგიონში, მოშორებით მოქმედ საუბნო საარჩევნო კომისიაში სამუშაოდ“, _ აღნიშნა ნიჟარაძემ.

ცნობისთვის, აღნიშნული ორგანიზაციები ფონდი “ღია საზოგადოება საქართველოს” მხარდაჭერით ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას შეთანხმების ძალაში შესვლიდან დღემდე აკვირდებიან.

ფონდი “ღია საზოგადოება საქართველო” იმედოვნებს, რომ პოლიტიკის დოკუმენტებში განხილული გამოწვევები და რეკომენდაციები სასარგებლო იქნება როგორც ქართული და საერთაშორისო საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის, ისე საქართველოს მთავრობისა და ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლებისთვის, საქართველოში მიმდინარე რეფორმების შესახებ დიალოგის გასაგრძელებლად.

პოლიტიკის დოკუმენტების ვრცლად ნახვა შესაძლებელია ამ ბმულებზე:

შესაძლებელია კი ეფექტიანი გამოძიება სათანადო მტკიცებულებების გარეშე?

პროკურატურის რეფორმა საქართველოში: ნახევრად სავსე თუ ნახევრად ცარიელი ჭიქა?

საქართველოს საჯარო სექტორში ეთიკური ქცევის უზრუნველყოფა: წესები, ტრენინგი და აღსრულება

სტრუქტურული რეფორმის დაგეგმვა: საუბნო საარჩევნო კომისიების შემადგენლობასთან დაკავშირებული გამოწვევები საქართველოში

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

"გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე!"

ჩოხატაურში პრემიერის დასახვედრად საგანგებო მზადება მიმდინარეობს

ყველა სიახლე

საზოგადოება

ონლაინ ფასდაკლებები – მარკეტინგული ხრიკი თუ რეალური სარგებელი?

16:26; 6.03.2026
პოლიტიკა

ევროკომისიამ შეაჩერა უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის

15:49; 6.03.2026
საზოგადოება

ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტები გურიასა და სხვა რეგიონებში

15:14; 6.03.2026
საზოგადოება

სამინისტრო: ექსპორტირებული თხილის რაოდენობა – 33%-ით, ხოლო ღირებულება 2.2-ჯერ გაიზარდა

15:08; 6.03.2026
საზოგადოება

ვაშლის ექსპორტის მოცულობა და ღირებულება გაიზარდა- რომელ ქვეყნებში გააქვთ

14:38; 6.03.2026
მსოფლიო

დიდი ბრიტანეთი: კვიპროსში ტერორისტული თავდასხმები არ არის გამორიცხული

14:02; 6.03.2026
საზოგადოება

საქართველოში ამინდი გაუარესდება _ პროგნოზი რეგიონების მიხედვით

13:33; 6.03.2026
ზაფრანი

“7-თვიანი დიდი ომი და ფუტკრების გუნდი თეირანის ცაზე“ – ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველება

13:24; 6.03.2026
პოლიტიკა

პაატა ზაქარეიშვილი – საქართველომ უნდა ჩამოაყალიბოს, სად არის

13:16; 6.03.2026
ფინანსები

6-7-8 მარტს „ბაზარი ორბელიანზე” მეწარმე ქალების პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება – მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

12:55; 6.03.2026
მსოფლიო

“კუბა დაეცემა” – ტრამპი

11:32; 6.03.2026
მსოფლიო

ნახიჩევანზე ირანული დრონებით თავდასხმის გამო, აზერბაიჯანმა ქვეყნის სამხრეთით საჰაერო სივრცე დროებით დახურა

11:29; 6.03.2026
საზოგადოება

რამდენიმე დღეა დაკარგულ ახალგაზრდას ეძებენ – “ნაპოვნია მხოლოდ მისი მანქანა”

11:07; 6.03.2026
ზაფრანი

გაიგე, რა არის შენი სისუსტე

9:38; 6.03.2026
მსოფლიო

ისრაელი აცხადებს, რომ ირანთან ომის „შემდეგ ფაზაში“ გადადის

9:36; 6.03.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ყველაფერი თავზე დაამხო, გატლეკილი და გაფარჩაკებული დატოვა…” – რას წერს გია ხუხაშვილი?

11:35; 4.03.2026
0

„ამნეზია კი არ მაქვს, დებო და ძმებო, მოთმინება და საღი აზრი მაქვს“ – ნიკა გვარამია

15:29; 3.03.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვემშვიდობებით თამაზ ანთიძეს

14:56; 25 თებერვალი, 2026
ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო