საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა ჩოხატაურის ხელოვნების სასახლე გახსნა. ღონისძიებას კვირიკაშვილის გარდა კულტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მიხეილ გიორგაძე, ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი დიმიტრი ქუმსიშვილი, გარემოს დაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გიგლა აგულაშვილი, დეპუტატები თემურ ჭკუასელი და ნინო წილოსანი და მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების პირველი პირები ესწრებოდნენ.