ქალი მყიდველების მესამედი ირწმუნება, რომ გამყიდველები შეურაცხყოფას აყენებენ _ არ ეხმარებოდნენ შერჩევაში, უხეშად მიუთითებდნენ მათ ზომაზე. გამოკითხული ათი მომხმარებლიდან სამი ამბობს, რომ მაღაზიაში ისე უხეშად ექცევიან, რომ ყიდვის სურვილი ეკარგებათ.
დიდ ბრიტანეთში სპეციალური კვლევა ათას ქალ მყიდველზე ჩატარდა. შედეგი ასეთი იყო: ერთი ქალი ამბობს, რომ თავი შეურაცხყოფილად იგრძნო, როცა ძველმოდური უწოდეს, მეორეს კი უთხრეს, რომ კაბაში სქელი მკლავები უჩანს და რამე სხვა მოდელი უნდა შეარჩიოს მსუქანი მკლავების დასაფარად. მესამე მყიდველს კი პირდაპირ უთხრეს, რომ ძალიან დიდი ზომისაა და ვერ დაეხმარებიან და ა.შ.
კვლევის ავტორები შედეგებმა შეაშფოთა და გადაწყვიტეს, გამყიდველებისთვის მომხმარებლებთან ტაქტიანად მოქცევის, საჭირო რჩევის მიცემის ტრენინგი ჩაატარონ.