ბრიტანელი მეცნიერების კვლევით დადგინდა, რომ ყოველი მეოთხე ქალი საკუთარი ჯანმრელობის პრობლემების მოგვარებას ინტერნეტით ცდილობს. ქალების თითქმის ნახევარი მედიკამენტს ექიმთან ვიზიტის ნაცვლად ონლაინ-კონსულტაციების შემდეგ ყიდულობს. თვითმკურნალობის შედეგად კი, ყოველი მეათე ქალი უარყოფით უკუჩვენებებს აწყდება.
მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ინტერნეტი უმეტესად მცდარ დიაგნოზს სვამს. განსაკუთრებით ხშირია, როდესაც ქალბატონებს შეცდომით ჰიპერტონია, ასთმა, ართრიტი, დეპრესია, დიაბეტი, სექსუალური პრობლემები, სარძევე ჯირკვლის კიბო და სხვა ონკოლოგიური დაავადებები უდგინდებათ.
ყველაზე გავრცელებული სიმპტომები, რომელთა გამოც ქალები მსოფლიო ქსელს მიმართავენ, ძილთან დაკავშირებული პრობლემები, თავის ტკივილი, დეპრესია, კუნთების ქრონიკული ტკივილი, გადაღლილობა, ქავილი და კანის გაზრდილი მგრძნობიარობაა.