19 ნოემბერს ირაკლი ჩარკვიანს 55 წელი შეუსრულდებოდა. ამ დღის აღსანიშნავად „დედაენის“ ბაღში მუსიკოსის, პოეტისა და შემსრულებლის სკულპტურული კომპოზიცია გაიხსნა.
სკულპტურა ითვალისწინებს ხმოვან სისტემას, რომელიც კომპოზიციის შემადგენელ ნაწილში _ სკამებშია დამონტაჟებული და, მათი საშუალებით, „მეფის“ მუსიკის მოსმენა 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი. ნამუშევარი მეტალზე წყლის ჭავლითაა შესრულებული.
სკულპტურული კომპოზიციის ავტორები მოქანდაკეები ვლადიმერ იმერლიშვილი და როკო ირემაშვილი არიან.