საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა გაგრძელდება, _ ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც სერგეენკომ განაცხადა, პროგრამის დახვეწის მიზნით, მასში გახორციელდება ცვლილებები.
”საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა გაგრძელდება. ცვლილებები იქნება და ეს ცვლილებები მიმართული იქნება იმისკენ, რომ არსებული რესურსები კიდევ უფრო ეფექტურად იყოს გამოყენებული და მათთვის, ვისაც ყველაზე უფრო მეტად სჭირდება მიწვდომადობა, იმავე მედიკამენტების, ხარისხიანი ჯანდაცვის კუთხით, ეს მიწვდომადობა გაეზარდოთ. ცვლილებები იქნება რამდენიმე მიმართულებით, თუმცა ყველა მათგანის ამოცანა იქნება, რომ უფრო მეტი შედეგი მიიღოს მოსახლეობამ არსებული ბიუჯეტის ფარგლებში”, _ განაცხადა დავით სერგეენკომ