სს "ენერგო-პრო ჯორჯიას" ტექნიკური სამსახური საგანგები რეჟიმში მუშაობას განაგრძობს.
"ენერგო-პრო ჯორჯიას" ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში ძლიერმა ქარმა, რომელიც ამ წუთებშიც გრძელდება, მწყობრიდან გამოიყვანა ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები.
"კომპანიამ ოპერატიულად მოახდინა რეაგირება და დაზიანების ადგილებში შეტყობინების მიღებისთანავე გავიდა. დასავლეთ საქართველოში "ენერგო-პრო ჯორჯიას" სხვა ფილიალებიდან გადაყვანილია დამატებითი მობილური ბრიგადები, მობილიზებულია ყველა საჭირო ტექნიკაც. ამ დროისთვის, ყველაზე რთული მდგომარეობაა ქუთაისის, სამტრედიის, ხონის, ვანის, წყალტუბოს, ზუგდიდის და სენაკის რაიონებში. უამინდობით მიყენებული ზიანის დროულად აღმოფხვრის მიზნით, კომპანიის ტექნიკური სამსახური მუშაობას განაგრძობს," _ ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.