ძლიერი ქარისგან მიყენებული ზიანის გამო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის არაერთ სოფელს ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება. დაზიანებების აღმოფხვრის მიზნით ადგილზე მუშაობენ „ენერგო პრო ჯორჯიას“ წარმომადგენლები და ვარაუდობენ, რომ დღის ბოლოსთვის ყველა სოფელს აღუდგება დენის მიწოდება.
ძლიერმა ქარმა, რომელიც ორი დღეა მძვინვარებს ლანჩხუთში, მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა. გამგეობის პრესასთან ურთიერთობის განყოფილების ინფორმაციით, ქარმა შუხუთის, ნიგვზიანისა და აკეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში საცხოვრებელი სახლის სახურავები დააზიანა. ასევე რამდენიმე ადგილას ძირიანად მოთხარა საკმაოდ დიდი ზომის ხე. მათ შორის ქალაქის ცენტრალურ პარკშიც.