საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მინისტრთა ახალი კაბინეტი წარადგინა: გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა მინისტრთა კაბინეტის ძველ შემადგენლობას და აღნიშნა, რომ მართალია ისინი არ რჩებიან მინისტრებად, მაგრამ რჩებიან გუნდის წევრებად.
"საქართველოს პარლამენტმა ახლა უკვე მხარი უნდა დაუჭიროს წარმოდგენილ კანდიდატებს. ჩემი ამოცანაა შევინარჩუნოთ უსაფრხოების ხარისხი და ვუზრუნველყოთ სწრაფი ეკონომიკური განვითარება. ამისთვის იქნა შემუშავებული რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმა. ჩვენ ვალდებულები ვართ, ახალ გამოწვევებს სწრაფი და ეფექტიანი სვლებით ვუპასუხოთ. მადლობას ვუხდი მინისტრთა კაბინეტის ძველ შემადგენლობას. მადლობა იმა დამიანებს, რომლებიც ახალ მინისტრთა კაბiნეტში აღარ იქნებიან წარმოდგენილნი, მაგრამ დარჩებიან ჩვენი გუნდის წევრებად", – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მინისტრთა ახალი კაბინეტის ახალი შემადგენლობა, რომელსაც მხარი ახლად არჩეულმა პარლამენტმა უნდა დაუჭიროს, ასეთია:
ენერგეტიკის მინისტრი _ კახი კალაძე
თავდაცვის მინისტრი _ ლევან იზორია
ფინანსთა მინისტრი _ დიმიტრი ქუმსიშვილი
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი _ ზურაბ ალავიძე
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი _ ალექსანდრე ჯეჯელავა
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი _ ტარიელ ხეჩიკაშვილი
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი _ გიგლა აგულაშვილი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი _ გიორგი გახარია
იუსტიციის მინისტრი _ თეა წულუკიანი
კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი _ მიხეილ გიორგაძე
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი _ სოზარ სუბარი
საგარეო საქმეთა მინისტრი _ მიხეილ ჯანელიძე
სოფლის მეურნეობის მინისტრი _ ლევან დავითაშვილი
შინაგან საქმეთა მინისტრი _ გიორგი მღებრიშვილი
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი _ დავით სერგეენკო
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი _ კახი კახიშვილი
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი _ ქეთევან ციხელაშვილი
ევროპულ და ევროატლანტიკური სტრუქტურების საკითხებში სახელმწიფო მინისტრი _ ვიქტორ დოლიძე