ევროპულ და ევროატლანტიკური სტრუქტურების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე გიორგი კვირიკაშვილმა პარტია “თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი წევრი ვიქტორ დოლიძე გახდა.
„ვიქტორ დოლიძე გახლდათ კოალიცია „ქართული ოცნების“ აქტიური წევრი და პირველივე დღეებიდან აქტიურად იყო ჩართული ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მიმართულების გაძლიერებაში. მას აქვს კარგი კონტაქტები და დასავლური სამყარო იცნობს, როგორც გამოცდილ და კარგ დიპლომატს. ის წლების განმავლობაში იყო საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ავსტრიისა და უნგრეთის რესპუბლიკებში. ასევე, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ეუთოსა და ვენაში. ვიქტორ დოლიძე პარლამენტში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ურთიერთობის კომიტეტს ხელმძღვანელობდა და ყოველთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. ვიქტორ დოლიძე ყოველთვის იყო ჩვენი ხელისუფლების კონსტრუქციული პარტნიორი საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან დაახლოების გზაზე, მიუხედავად იმისა კოალიციის სახელით უწევდა ამ საქმის კეთება თუ ამ სტატუსის გარეშე. ვულოცავ ბატონ ვიქტორს ჩვენს გუნდში დაბრუნებას“, _ განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა ვიქტორ დოლიძის წარდგენისას.