"ეჭვგრაშეა,რომ აჭარის მთავრობას ზურაბ პატარაძე უხელმძღვანელებს", _ აცხადებს "ქართული ოცნების" პროპორციული სიის მე-4 ნომერი აჭარის უმაღლეს საბჭოში, ყოფილი პოლიტპატიმარი და ჟურნალისტი ცოტნე ანანიძე. „ზურაბ პატარაძემ მოკლე დროში აჩვენა რომ, ის არის ეფექტური, კომუნიკაბელური და დემოკრატიული ფასეულობების მქონე მთავრობის ხელმძღვანელი, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა "ქართული ოცნების" გამარჯვებაში. დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტი გაითვალისწინებს ამომრჩევლის ნებას და "ქართული ოცნების" პოლიტიკურ გუნდს და უმაღლეს საბჭოს მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე წარუდგენს, ზურაბ პატარაძის კანდიდატურას“, – აცხადებს ცოტნე ანანიძე.
აჭარის მთავრობაში მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებზე მედიაში სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება. საუბარია, რომ შეიცვლება განათლების მინისტრი, რესპუბლიკელი გია თავამაიშვილი. ამ პოსტზე რამდენიმე კანდიდატურა სახელდება. აჭარის უმაღლეს საბჭოში "ქართულ ოცნებას" 14 დეპუტატი ჰყავს. მთავრობის დამტკიცებისთვის 11 ხმაა საჭირო.