ხვალ, ქალაქ ოზურგეთში, ჭადრების ბაღში გაიმართება სახალხო დღესასწაული “ალეგრობა“. ღონისძიება 12:00 საათზე დაიწყება. მოეწყობა გამოფენები და გაიმართება სხვადასხვა ღონისძიებები ღია ცის ქვეშ და მუზეუმში, კულტურის ცენტრში, კოლეჯ “ჰორიზონტში“, ასევე მოეწყობა შშმ პირების ნამუშევრების გამოფენა, 17:00 საათზე კი დააჯილდოებენ საპატიო ოზურგეთელებს.
"გურია ნიუსის" წყაროს ინფორმაციით, საპატიო ოზურგეთელის ტიტული ხვალ სამ პიროვნებას მიენიჭება. მათ შორის ორის ვინაობა "გურია ნიუსისთვის" ცნობილი გახდა.
ხვალ საპატიო ოზურგეთელი გახდება ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე და გოჩა ჩხაიძე, რომელმაც რამდენიმე დღის წინ პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად ბეტონიტური თიხების გადამამუშავებელი ქარხანა გახსნა.