დღეს, გამთენიისას, სენაკი-ქუთაისის გზაზე 35 წლამდე მამაკაცი გ.ი. ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.
არსებული ინფორმაციით, მომხდარს წინ კრიმინალური გარჩევა უძღოდა. ერთ-ერთი ვერსიით, გარჩევა მოსკოვში დაწყებულ უთანხმოებას უკავშირდებოდა, რა დროსაც ე.წ კანონიერი ქურდი მოკლეს.
დაჭრილს სამი ტყვია მუცლის არეში ერთი კი თავში აქვს მოხვედრილი.
დაჭრილი ქუთაისის საავადმყოფოშია მოთავსებული და მართვით სუნთქვაზე იმყოფება, მედიკოსები მის მდგომარეობას კრიტიკულად აფასებენ.